
შეხვედრების გრძელი დღე ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში წერს.
„შეხვედრების გრძელი დღე პერე ჟოან პონს სამპიეტროსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კოლეგების მიერ ქართველ პოლიტიკურ აქტორებთან, როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ. პოლიტიკური ველის პოლარიზაცია ნათელია. ქართველი ხალხისთვის შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მოსაძებნად პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილის ჩართულობაა საჭირო“, - წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა X–ზე.
ცნობისთვის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს 8 მარტს ეწვია და ვიზიტს 10 მარტს დაასრულებს. მას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონს სამპიეტრო ხელმძღვანელობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



