
გერმანიის ფედერალურ მთავრობას საკუთარ პარლამენტში მოუწევს განმარტებების გაკეთება იმ პროექტების შესახებ, რომლებიც გერმანული ოპოზიციური პარტიის შეფასებით, საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას წარმოადგენს.
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ბუნდესტაგში ოფიციალური კითხვები წარადგინა, სადაც დეტალურად არის განხილული საგარეო უწყების მიერ დაფინანსებული ინიციატივები. საუბარია პროექტზე - „ქართული სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“.
ავტორთა შეფასებით, პროგრამა საქართველოში LGBTQ უფლებებისა და ერთსქესიანთა ქორწინების პოპულარიზაციას ემსახურება. გერმანელი დეპუტატები ეჭვქვეშ აყენებენ პროცესის გამჭვირვალობას და ინტერესდებიან, რა მოცულობის საბიუჯეტო სახსრები გამოიყო ამ ინიციატივებისთვის, რა არგუმენტებით მიიჩნევს ბერლინი საქართველოს „ლგბტ კანონს“ ანტიდემოკრატიულად და რა კონკრეტულ „ყალბ ამბებზე“ საუბრობდა გერმანიის მთავრობა საქართველოსთან მიმართებით.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



