
მიხეილ ყაველაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ესაუბრა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ეს ვიზიტ კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ყავლაშვილის თქმით, 2012 წლიდან საქართველო არის და რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერად.
„მივესალმები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. პერე ჟოან პონს სამპიტეროს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა აქტუალურ საკითხებზე დისკუსიის გამართვისა და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. აღვნიშნე, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველო იყო და კვლავ რჩება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის მტკიცე მხარდამჭერი. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო უცვლელად მოქმედებს როგორც კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე მონაწილე სახელმწიფო, რომელიც მრავალმხრივი თანამშრომლობის განმტკიცებისა და დიალოგის ერთგულია“, - წერს ყაველაშვილი სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



