რეზონანსი
(10.03.2026)

სტივ უიტკოფის განცხადებით, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ ისინი არ უზიარებდნენ ირანს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.
„გუშინ, პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას, რუსებმა განაცხადეს, რომ ისინი არ აზიარებდნენ ინფორმაციას. მათ ასე თქვეს", - განაცხადა უიტკოფმა CNBC-სთან ინტერვიუში.
„გუშინ დილას, ჯარედ კუშნერს და მე გვქონდა სატელეფონო საუბარი უშაკოვთან, რომელმაც იგივე დაადასტურა. მოდით, ვიმედოვნოთ, რომ ისინი არ აზიარებენ ამ ინფორმაციას", - დასძინა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



