
მომღერალმა ნათია ზარანდიამ „სიცრუის დეტექტორში“ პირველ სიყვარულზე ისაუბრა, რომელიც მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა:
„გათხოვილი არ ვყოფილვარ, ჩემთვის ყოველთვის კარიერა იყო ნომერ პირველი, არასდროს მეჩქარებოდა და ახლაც ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ დრო მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ მალე 40 წლის გავხდები.
იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი სიყვარული, რომელიც ძალიან რთული ხასიათის იყო როდესაც ადამიანი ეჭვიანია, მასთან ურთიერთობა ურთულესია, ძალიან მზღუდავდა ყველაფერში, არ მქონდა უფლება მოკლე კაბა ჩამეცვა, წითელი ტუჩსაცხი წამესვა, სადმე ზედმეტად გავსულიყავი, ვიყავი გალიაში, მუდმივი კონტროლის ქვეშ. ეს არ იყო სწორი, ეს სიყვარულია? უფრო მიჯაჭვულობა.
ვშორდებოდით, ვრიგდებოდით. პანდემიის დროს დაემართა ვირუსი და გარდაიცვალა. ამის შემდეგ თავისუფალი გავხდი, ამაზე დიდი განძი არ არსებობს.
რა თქმა უნდა განვიცადე მისი გარდაცვალება, მაგრამ არ შეიძლება ფსიქოლოგიური ზეწოლა“, - თქვა ნათია ზარანდიამ.
დაიჯესტი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


