რეზონანსი
(11.03.2026)

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ნაყოფიც

გარდაცვლილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ მიზეზი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი გახდა.

მათივე თქმით, ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმის მეთვალყურების ქვეშ იმყოფებოდა.

„-ბოლო პერიოდში მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა. სახლში იყო და შეტევა სწორედ იმ დროს დაეწყო,“- ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე