რეზონანსი
(12.03.2026)

არსებული ინფორმაციით, თინა ბოკუჩავას "ნაციონალური მოძრობის" თავმჯდომარეობიდან მოხსნიან. მიზეზი ოპოზიციაში არსებული დაპირისპირებაა.

თამარ ჩერგოლეიშვილისა და პეტრე ცისკარიშვილის უთანხმოების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" ცისკარიშვილს გაემიჯნა და პარტიის წევრებს შეთანხმების პირობები შეახსენა. ამ განცხადებამ ოპოზიციაში ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა და ორ ბანაკად გაყო.

ბოკუჩავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა. 

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე