რეზონანსი
(12.03.2026)

6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანა აღარ აიკრძალება, თუმცა განბაჟება თითქმის 6-ჯერ გაძვირდება. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა დაჯდება საშუალოდ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟება.

შემოსავლების სამსახურის კალკულატორის მიხედვით, განბაჟების გადასახადში გათვალისწინებულია ავტომობილის ტიპი (ბენზინი, დიზელი, ჰიბრიდი, ელექტრომობილი), წლოვანება, ასევე ძრავის მოცულობა.

დღევანდელი ტარიფებით 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის ერთი კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება. მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი ცვლილებით კი ტარიფი 4.5 ლარამდე იზრდება. ეს კი აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.

რა დაჯდება 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების განბაჟება

შედეგად, თუ ავიღებთ 6 წელზე მეტი წლოვანების (პირობითად 2019-წლიანი) ბენზინის, 2.0 (2000 კუბური სანტიმეტრი) მოცულობის ძრავიან ავტომობილს, ახლა მისი განბაჟება საშუალოდ 1 600 ლარი ჯდება, ცვლილების შემდეგ კი 9 000 ლარი დაჯდება.

1.0-ძრავიანი თუ მანამდე 800 ლარი ჯდებოდა, ახლა მხოლოდ განბაჟების თანხა 4 500 ლარი იქნება;

1.5-ძრავიანი ახლა 1 875 ლარი ჯდება, განახლებული ტარიფით 6 750 ლარი დაჯდება;

3.0-ძრავიანის განბაჟების გადასახადი 2400 ლარის ნაცვლად, 13 000 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმებოდა. ახალი გადაწყვეტილებით კი განბაჟება გაძვირდება.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“ 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე