
პოლარიზაცია მიიყვანეს უკიდურეს ზღვარზე. საზოგადოებაში შემოიტანეს შფოთი, არეულობა და მუდმივად ამყოფებენ რევოლუციურ რეჟიმში და მათ მოუწოდა ეუთო-მ, რომ ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში არ მონაწილეობენ, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა ჰკითხა როგორ შეაფასებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი განცხადებას, სადაც ისინი ოპოზიციას და ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდებენ და ვის ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა ასეთ დროს.
„პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც მიღებული მანდატები და მოქალაქეთა ხმები ფაქტობრივად ნაგვის ურნაში მოისროლეს, ვინც არ ცნო საქართველოს არცერთი არჩევნები. ნახეთ მათი ტოტემის - მიხეილ სააკაშვილის მოწოდება და ტექსტი, რომ ის გაყალბებულად მიიჩნევს ყველა არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარდა და რომელშიც ის და მისი პარტია მარცხდება. პოლარიზაცია მიიყვანეს უკიდურეს ზღვარზე. საზოგადოებაში შემოიტანეს შფოთი, არეულობა და მუდმივად ამყოფებენ რევოლუციურ რეჟიმში და მათ მოუწოდა ეუთო-მ, რომ ასეთი მეთოდებით პოლიტიკაში არ მონაწილეობენ.
თუ მათ უნდათ პოლიტიკაში მონაწილეობა, უნდა იყვნენ პოლიტიკაში იმ წესების დაცვით, რა წესებიც მოქმედებს პოლიტიკაში. ეს არის კანონის, კონსტიტუციის ჩარჩოები და ურთიერთპატივისცემა. დღესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან მზად, რომ რაღაც ავნონ ამ ქვეყანას. თუ ომი დაიწყება რომელიმე რეგიონში, საქართველო მიაბან, ამ ყველაზე უფრო სისხლიან სცენარში რამენაირად დაუკავშირონ. თუ სადმე რაკეტას გაისვრიან, რატომ საქართველოში არ ისვრიანო. პირდაპირ ითხოვდნენ უკრაინის და ახლა უკვე ირანის ტრაგედიაში, რომელიც ჩვენგან სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში მიმდინარეობს“, - აღნიშნა გიორგობიანმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს. სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარება სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის, ბოიკოტი არ შეიძლება, იყოს დიალოგისა და პოლიტიკური აქტივიზმის ალტერნატივა - ეს არის ის გზავნილები, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელ განცხადებაში წერია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



