რეზონანსი
(12.03.2026)

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან კონფლიქტით გამოწვეული ნავთობის ფასების ზრდისა და ბაზრის მერყეობის მნიშვნელობის შემცირება სცადა და აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე ფასების მატება შეერთებული შტატებისთვის სასარგებლოა, - წერს CNN-ი.

„აშშ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, თანაც დიდი უპირატესობით, ასე რომ, როდესაც ნავთობის ფასები იზრდება, ჩვენ დიდ ფულს ვაკეთებთ. მაგრამ, როგორც პრეზიდენტისთვის, ჩემთვის გაცილებით დიდი ინტერესისა და მნიშვნელობის საგანია, შევაჩერო ბოროტების იმპერია, ირანი, რათა მან არ ჩაიგდოს ხელში ბირთვული იარაღი და არ გაანადგუროს ახლო აღმოსავლეთი და, საერთოდაც, მთელი მსოფლიო. მე ამას არასოდეს დავუშვებ“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე