
მთავრობის დადგენილებით, ლუდის პლასტმასის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება აიკრძალება - აკრძალვა შეეხება ჩამოსასხმელ ლუდსაც. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.
მთავრობამ დღეს მიიღო დადგენილება, რომელიც პლასტმასის ბოთლებით სასმელების წარმოების (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.
უფრო კონკრეტულად, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
აღსანიშნავია, რომ დადგენილებით გათვალისწინებულია გამონაკლისებიც - აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე, ასევე 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელებზე (არაალკოჰოლური და ალკოჰოლური, გამაგრილებელი და სხვა).
გამოდის რომ, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან დასაშვები იქნება მხოლოდ 20 ლიტრი მეტი და მოცულობის ლუდის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია პლასტმასის ბოთლებით.
რამდენადაც შუშის ჭურჭელი პლასტმასზე გაცილებით ძვირია, დიდი ალბათობით ლუდი გაძვურდება და ეს მცირე სხვაობა არ იქნება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



