რეზონანსი
(13.03.2026)

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ჯერ­ჯე­რო­ბით ახ­ლობ­ლე­ბი ვერ ამ­ბო­ბენ, რა გახ­და გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და მომ­ხდა­რით შეძ­რუ­ლე­ბი არი­ან.

"ორი კვი­რის წინ გა­ი­კე­თა სა­კე­ის­რო კვე­თა სა­მეგ­რე­ლო­ში, კლი­ნი­კის სა­ხე­ლი არ მახ­სოვს, შე­ე­ძი­ნა პა­ტა­რა, ბიჭი და­ი­ბა­და, იო­ა­ნე. გა­წე­რეს კლი­ნი­კი­დან და სახ­ლში იყო. სე­ნაკ­ში იყო გა­თხო­ვი­ლი. სამი დღის წინ შე­უძ­ლოდ გახ­და და ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა ბო­მონდში გა­და­იყ­ვა­ნეს. წუ­ხელ გვი­ან დამ­ძიმ­და და ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ. მეტი ჩვენც ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი ვი­ცით, რა გახ­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი. ის ვი­ცით, რომ რომ იმ­შო­ბი­ა­რა და კლი­ნი­კი­დან გა­წე­რის შემ­დეგ სი­ცხე­ე­ბი ჰქონ­და და ბოლო შე­უძ­ლოდ გახ­და.

არა­ფე­რი ვი­ცით ჯერ, რა­ტომ ვერ გა­და­არ­ჩი­ნეს. რომ შე­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში ექიმს უთ­ქვამს ბრონ­ქე­ბის ან­თე­ბა­აო. სხვა ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით. გაგ­ვა­ნად­გუ­რა ამ ამ­ბავ­მა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გო­გო­ნა იყო ჩვე­ნი ლი­კუ­ნა. ძა­ლი­ან თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე. სა­ო­ცა­რი გო­გო­ნა, უკე­თი­ლე­სი. სულ იღი­მო­და, სულ ბედ­ნი­ე­რე­ბას ას­ხი­ვებ­და, დე­და­მი­წა­ზე არ მე­გუ­ლე­ბა ლი­კუ­ნას­ნა­ი­რი გოგო. მარ­თლა გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. მშობ­ლე­ბი არ ვიცი თუ გა­და­ი­ტა­ნენ ამ ყვე­ლა­ფერს" - "განუცხადა" ambebi.ge-ს გო­გო­ნას ნა­თე­სა­ვმა.

კლინიკა "ბომონდმა“ კი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე, საგანგებო განცხადება გაავრცელა:

„პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა "ბომონდში", როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში.  პაციენტს 2 კვირის წინ სენაკში, ჩაუტარდა საკეისრო კვეთა.

,,კლინიკა ბომონდში” პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, კლინიკო-ლაბორატორიულად დაუდასტურდა, მწვავე ქირურგიული პათოლოგია.

ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"კლინიკა ბომონდი” უსამძიმრებს, პაციენტის ოჯახს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე