რეზონანსი
(13.03.2026)

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, დასავლეთ ერაყში KC-135 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ექვსიდან ეკიპაჟის ოთხი წევრი ემსხვერპლა. როგორც ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. დანარჩენი ორი ამერიკელი სამხედროს ბედი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარის მიზეზები დგინდება. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თვითმფრინავი მტრის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად არ ჩამოვარდნილა.
ცნობისთვის, დღეს დილით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ერაყის ტერიტორიაზე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავი KC-135 ჩამოვარდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



