რეზონანსი
(13.03.2026)

„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი კატასტროფული ხდება რეგიონში მცხოვრები მილიონობით ბავშვისთვის“, - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 28 თებერვლიდან, ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების დაწყებიდან, ძალადობის შედეგად 1 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა ან დაიღუპა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს მოიცავს ირანში, სავარაუდოდ, მოკლულ 200 ბავშვს, ლიბანში - 91-ს, ისრაელში - ოთხს და ქუვეითში - ერთს.

„არაფერი ამართლებს ბავშვების მკვლელობასა და დასახიჩრებას, ან იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების განადგურებასა და მოშლას, რომლებზეც ბავშვები არიან დამოკიდებულნი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

„იუნისეფი“ აცხადებს, რომ უერთდება გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოწოდებას „საომარი მოქმედებების დასრულებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების დაწყების“ შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე