რეზონანსი
(14.03.2026)

ტაბახმელაში სკოლის პედაგოგი, ელენე ჯანჯღავა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით სკოლაში წავიდა, თუმცა გაკვეთილების ჩასატარებლად არ მისულა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ადგილი ჰქონდა მკვლელობას, თუ თვითმკვლელობას. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე