რეზონანსი
(14.03.2026)

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. „ასოშიეტედ პრესის“ ინფორმაციით, რაკეტა ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანზე ჩამოვარდა, ხოლო „ფრანს-პრესი“ წერს, რომ თავდასხმა დრონით განხორციელდა.

დარტყმის შედეგად გამოწვეული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

„ასოშიეიტედ პრესი“ წერს, რომ ეს შენობა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ერაყში მოქმედი პროირანული ჯგუფების სარაკეტო თავდასხმების სამიზნე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე