რეზონანსი
(14.03.2026)

ქუვეითში, ავიაბაზაზე დრონებით თავდასხმა მოხდა, რა დროსაც სამი ქუვეითელი სამხედრო დაშავდა. ინფორმაციას ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ შვიდი მტრული დრონი დააფიქსირა. მათგან ორი თავს დაესხა ავიაბაზა „აჰმედ ალ-ჯაბერს“, რის შედეგადაც, სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა და ობიექტს მატერიალური ზიანი მიადგა.

სამინისტროს ცნობით, კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ხოლო ორი საშიში ზონიდან შორს ჩამოვარდა და საფრთხეს არ წარმოადგენდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე