რეზონანსი
(15.03.2026)

აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტი გურამ როგავა დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობა მიზანმიმართული იყო და ბრძანება "ზევიდან" მოდიოდა. მისი თქმით, სისტემაში ზუსტად იციან, ვინ მონაწილეობდა ძალადობაში, თუმცა მათ არ სჯიან. 

ჟურნალისტი გურამ როგავა ამბობს, რომ კონკრეტულ პირებს ძალადობაზე არა მხოლოდ პასუხისმგებლობა არ დაეკისრათ, არამედ, მისი ინფორმაციით, მათთვის პრემიის გადაცემაც მოხდა. 

ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ ნიღბების გამო მათი (თავდამსხმელების) იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. სისტემაში ყველამ იცის ვინ იმალება ნიღბების მიღმა. არსებობს სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, შსს ყოველი სპეცოპერაციის შემდეგ თავის თანამშრომლებს ავალდებულებს, რომ ჩააბარონ ანგარიში. იქ იქნება სპეციალური პატაკ . ყველა დანაყოფში ყველამ იცის ვინ რა ჩაიდინა კონკრეტულ დღესა თუ კონკრეტულ მომენტში. ჩემზე თავდამსხმელის შემთხვევაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას არათუ საყვედური გამოუცხადეს, არამედ პრემია გადასცეს და ასე ხდება სხვების შემთხვევაშიც. ეს იყო დავალება, რომელიც მაღლიდან მოდიოდა და ამ ნიღბიანებმა, უბრალოდ, შეასრულეს. შემიძლია დავადასტურო ის, რომ მე ვიყავი მიზანმიმართული სამიზნე ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო და კრიტიკული კითხვების და საქმიანობის გამო და მას შემდეგ, რაც ჩემს მიმართ მიზანმიმართულად განახორციელა მაღლიდან მიღებული დავალებით  სპეცრაზმელმა თავდასხმა, სახელწიფომ მითხრა, რომ გამოძიების უფლება არ მაქვს ამ ქვეყანაში. სათვალთვალო კამერების ჩანაწერები თურმე ყველა ერთდროულად გამოვიდა მწყობრიდან, - ამბობს გურამ როგავა. 

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე