რეზონანსი
(16.03.2026)

ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ერგესთან ახლოს, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. დაღუპული მამაკაცია. დაშავებული პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

"ბათუმელების" ინფორმაციით, შემთხვევა 15 მარტს მოხდა. ავარიის გამო ცენტრალურ გზაზე გრძელი საცობი წარმოიშვა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე