რეზონანსი
(16.03.2026)

ე.წ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ბოროტად გამოყენება საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას იწვევს, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა.
მინისტრის თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება შეშფოთებას იწვევს.
„ე.წ. აგენტების აქტის არამიზნობრივი გამოყენება საქართველოში დემოკრატიის სტატუსის კუთხით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოუთმენლად ველი ჩემს კოლეგებთან განვიხილო, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ბუდრისმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



