რეზონანსი
(17.03.2026)

ყიფ­ში­ძე­ე­ბის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის გარ­შე­მო ვნე­ბე­ბი არ ცხრე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე ცოლს, ენი გა­სო­ე­ვას სამი წლის წინ ხმა­უ­რი­ა­ნად და­შორ­და, პე­რი­ო­დუ­ლად კონ­ფლიქ­ტი ისევ იფეთ­ქებს ხოლ­მე. ამ­ჯე­რად ამ­ბის გმი­რე­ბი გი­ორ­გის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე და გი­ორ­გის მე­სა­მე ყო­ფი­ლი ცოლი გახ­დნენ. მი­ზე­ზი ეკა ხო­ფე­რი­ას პოდ­კას­ტში ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძის მიერ მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რია გახ­და.

ეკა ხო­ფე­რი­ას პოდ­კასტს სტუმ­რად ყიფ­ში­ძე­ე­ბის მთე­ლი ოჯა­ხი - ზურა, გი­ორ­გი, ლე­ნუ­კა და ნა­ტა­ლია ეწ­ვივ­ნენ. ინ­ტერ­ვი­უს დროს ნა­ტა­ლი­ამ გი­ორ­გის შვი­ლებ­ზე, კოს­მო­სა და ლუ­ნა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, თუ რო­გორ უწევ­და მა­მას ბავ­შვე­ბის მარ­ტო გაზ­რდა და რა სირ­თუ­ლე­ებს აწყდე­ბოდ­ნენ ამ პე­რი­ოდ­ში:

"კოს­მო კო­რო­ნას ბავ­შვია. მა­შინ მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე და გი­ორ­გი სხვა­გან ცხოვ­რობ­დნენ. პირ­ვე­ლი წელი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვეხ­მა­რე­ბო­დი. მერე მივ­ხვდი, რომ ნა­მე­ტა­ნია, ძა­ლი­ან დიდი დრო მი­აქვს ამ ყვე­ლა­ფერს. მერე მე­ო­რეც გაჩ­ნდა - ლუნ­ჩი­კა. მერე ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­და­ლაგ­და, რომ გი­ორ­გი სულ მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა, მე კი ძა­ლი­ან მინ­დო­და დახ­მა­რე­ბა, მაგ­რამ ვსწავ­ლობ­დი. მაგ დროს და­ვი­წყე სე­რი­ალ­ში გა­და­ღე­ბა, კატა მყავ­და, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი მოვ­ლა სჭირ­დე­ბო­და, ვუ­ყუ­რებ­დი, რომ გი­ორ­გი რე­ა­ლუ­რად სულ მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა.“

ნა­ტა­ლი­ას ამ სი­ტყვებ­მა გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ენი გა­სო­ე­ვას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. მან "ინ­სტაგ­რამ­ზე" ვი­დეო გა­ა­ზი­ა­რა და ნა­ტა­ლი­ას ბრალ­დე­ბებს სა­ჯა­რო პოს­ტით უპა­სუ­ხა.

"აი, ახლა კი ვი­საც რა გინ­დათ ის მომ­წე­რეთ, რაც გინ­დათ თქვით, მაგ­რამ ნა­ტა­ლია რა­საც სა­უბ­რობს, ეს არის სირ­ცხვი­ლი. სულ რომ ეგრე ყო­ფი­ლი­ყო, ხმას რო­გორ ამო­ვი­ღებ­დი სა­ჯა­როდ, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა სხვა­ნა­ი­რად იყო და ამას აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­ყვე­ბი. ვინც მიც­ნობს და მაგ პე­რი­ოდ­ში კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, არა­ერთ ადა­მი­ანს, ყვე­ლამ კარ­გად იცის რე­ა­ლუ­რად რა და რო­გორ იყო, ამა­ზე ძა­ლი­ან მალე ჩავ­წერ ვი­დე­ოს.

შენი ძმაა, აბა, ოჯახს თუ არ და­ეხ­მა­რე, ვის უნდა დახ­მა­რე­ბო­დი. მაგ­რამ ოჯა­ხის ამ­ბებს, სულ რომ ეგრე ყო­ფი­ლი­ყო, რა გა­მო­მა­ტა­ნი­ნებ­და გა­რეთ. მეც ბევრ რა­მეს ვა­კე­თებ­დი, რაც ჩემს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ში არ შე­დი­ო­და და ასე არ გა­მოვ­სულ­ვარ და გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ მით­ქვამს. ჩემს თავს არ ვა­კად­რებ­დი ამას. უბ­რა­ლოდ ეგაა, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა გაქვს, ან - არა. და რაც შე­ე­ხე­ბა კა­ტას, მაქ­სი­მუმ ორი წე­ლია, რაც ჰყავს. კა­ტას მოვ­ლა სჭირ­დე­ბო­და ძა­ლი­ან დი­დიო, სი­გი­ჟეა", - წერს ენი გა­სო­ე­ვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე