
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ უარყო დაძაბულობის შემცირების ან შეერთებულ შტატებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები, რომლებიც თეირანს ორმა შუამავალმა ქვეყანამ წარუდგინა, განაცხადა ირანის მაღალჩინოსანმა, - იუწყება „როიტერი“.
ხამენეის პოზიცია აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურისძიებასთან დაკავშირებით „ძალიან მკაცრი და სერიოზული“ იყო საგარეო პოლიტიკისადმი მიძღვნილ მის პირველ სხდომაზე, აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დაესწრო თუ არა ლიდერი სხდომას პირადად.
აშშ-ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ მესამე კვირაა გრძელდება, რომელმაც სულ მცირე 2 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს.
ჰორმუზის სრუტე თითქმის სრულად დაკეტილია მას შემდეგ, რაც აშშ-ის მოკავშირეებმა უარყვეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზღვაო გზის გახსნაში დახმარების შესახებ, რამაც ენერგორესურსების ფასების ზრდა და ინფლაციის რისკი გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



