რეზონანსი
(17.03.2026)

არსებული ინფორმაციით, თურქეთიდან მედიკოსების ჩამოყვანა იგეგმება, - ამის შესახებ დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მედპერსონალი შეხვდა საზოგადოებას - როგორც სასულიერო, ისე საერო პირებს.

"მათ, კიდევ ერთხელ, საზოგადოებას ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს მისი უწმინდესობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ ელოდებიან ძალიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმების ჯგუფს საზღვარგარეთიდან, რომლებიც მოდიან საქართველოში... აქამდე თუ იყო საეჭვო, მოდიან თუ არა [ექიმები], ახლა შეგვიძლია, მათზე დაყრდნობით, ვთქვათ, რომ ელოდებიან ჩამოსვლას", - განაცხადა დეკანოზმა თეიმურაზ თათარაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რეანიმაციაში რჩება. ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში, კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ამ წუთებში, კლინიკაში ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები არიან შეკრებილები. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა საყურადღებოა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე, პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება, თუმცა სახელმწიფო მაქსიმალურ მზადყოფნაშია, თუ დადგება უცხოელი ექიმის ჩამოყვანის საჭიროება, ეს მყისიერად მოხდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე