
გიორგი ვოლსკი ოპოზიციის გაერთიანების მიზეზების შესახებ გაკეთებულ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ყველამ იცის, რომ დაკვეთა გაერთიანებაზე ოპოზიციამ გარედან მიიღო.
„ამასთან დაკავშირებით შეიძლება შიგნით ვინმეს აქვს გარკვეული მოსაზრება - იქნებ ამის თქმა არ ღირდეს, იქნებ საზოგადოება ამაზე ღიზიანდებოდეს. ყველამ კარგად იცის, რომ გარედან იმართება [რადიკალური ოპოზიცია]. საზოგადოებამ ხომ იცის, რომ გარე მმართველებს აქვთ კონკრეტული მიზანი და აბსოლუტურად არ აინტერესებთ არანაირი დემოკრატია, მისგან წინსვლა თუ უკუსვლა. არც ის აინტერესებთ, რა სისხლი აქვთ ხელებზე იმ ადამიანებს, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით გაერთიანდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ნიკა გვარამია აღიარებს, რომ ოპოზიციის გაერთიანების დაკვეთა ქვეყნის გარედან მიიღეს. განსხვავებულ მოცემულობას ამტკიცებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ გაერთიანებასთან უცხოელ პარტნიორებს საერთო არაფერი აქვთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



