რეზონანსი
(17.03.2026)

"როგორც ვიცით, მცირედი უკეთესობა შეინიშნება და დამაიმედებელია", - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, შესაბამისი სპეციალისტი თურქეთიდან საქართველოში ღამის პირველი საათისთვის ჩამოვა.

"თურქეთიდან ველოდებით ღამის პირველი საათისთვის სპეციალისტს, რეანიმატოლოგს. ამჟამად მიმდინარეობს იგივე თერაპია, რომელიც აქამდე იყო დანიშნული და ელოდებიან როგორი დინამიკა იქნება პატრიარქის მდგომარეობის, წნევის პარამეტრები და სხვა იმისთვის, რომ განსაზღვრონ შემდგომი მკურნალობა.

როგორც ვიცით, მცირედი უკეთესობა შეინიშნება და დამაიმედებელია. მთავარია, რომ ვილოცოთ ყველამ, მთელმა საქართველომ, მრევლმა, ხალხმა, მისი ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა მეუფე შიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე