რეზონანსი
(18.03.2026)

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში „ჩელსი“-პსჟ-ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, შეხვედრის შემდეგ Geo Team-თან ემოციურად ისაუბრა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა და გო­ლის გა­ტა­ნის შემ­დეგ გა­მო­ხა­ტუ­ლი ემო­ცი­ის გამო ხალ­ხს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

„არ მინდოდა მუხლებზე გასრიალება, მაგრამ იმდენად ჩართული ვიყავი თამაშში და თავს იმდენად ემოციურად ვგრძნობდი. ქართველ ხალხს ამის გამო ბოდიშს მოვუხდი, ემოცია ვერ გავაკონტროლე. ამ ყველაფერზე ძალიან ვინერვიულე. მიჭირს საუბარი. ილია მეორე ჩვენი სულიერი მამა იყო. ვეღარაფერს ვიტყვი, ამაზე გავჩერდეთ,“ - ემოცია ვერ შეიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე