რეზონანსი
(18.03.2026)

საპატრიარქოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა იმართება, რომლის დასრულების შემდეგაც გამოცხადდება დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის შესახებ.

უკვე ცნობილია, რომ კათოლიკოს-პატრიარქს დღეს, სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16: 00 საათზე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე