
„მისი გული ძგერდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულით და მე ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანს სამშობლო უყვარდეს და პატრიარქის მიმართ იყოს განწყობილი ცუდად. პატრიარქმა თავისი ცხოვრება ამას მიუძღვნა და მართლა კელაპტარივით დადნა ამ ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვამ კეკელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ილია მეორეს მთელს მსოფლიოში უდიდესი აღიარება და უდიდესი პატივისცემა ჰქონდა.
„მსოფლიო პატრიარქი ვისაც შეიძლება ეწოდოს, ეს არის პატრიარქი. ყველა აღიარებდა, რომ ეს არის ყველაზე დიდი პატრიარქი. მთელს მსოფლიოში მას ჰქონდა უდიდესი აღიარება და უდიდესი პატივისცემა. მადლობა ღმერთს, რომ მის ეპოქაში მომიწია ცხოვრება და მისი პატრიარქობის დროს მომიწია ცხოვრება. თან ღმერთმა ამხელა საშუალება მომცა, რომ მასთან მომიწია ცხოვრება. ეს ჯვარიც მისი ნაჩუქარია, პატრიარქს ათონზე აჩუქა ბერმა და შენთან იყოსო. გუშინ არც ვიცოდი ეს ამბები და დილით ეს ჯვარი დავიკიდე. როდესაც რეანიმაციაში ვიყავით, მის გულზე იდო ეს ჯვარი და მისი გულისცემა ესმოდა. ქრისტეს ჩვენი გულისცემა ესმის, მისი გული ძგერდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულით და მე ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანს სამშობლო უყვარდეს და პატრიარქის მიმართ იყოს განწყობილი ცუდად. პატრიარქმა თავისი ცხოვრება ამას მიუძღვნა და მართლა კელაპტარივით დადნა ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა მამა შალვამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



