რეზონანსი
(18.03.2026)

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო.

"ბოლო მრავალი დეკადის განმავლობაში ილია II იყო არა მხოლოდ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, არამედ გამოჩენილი სულიერი ლიდერი, რომელმაც ქართველი ხალხის ღრმა პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა. მისმა დაუღალავმა შრომამ, სიბრძნემ და სულიერი ღირებულებებისადმი ერთგულებამ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქვეყნის ისტორიაში.

ამ მძიმე წუთებში ჩვენს თანადგომასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე ქართველ ხალხს.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული," - წერია სამძიმრის წერილში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე