რეზონანსი
(18.03.2026)

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - წერს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. კათოლიკოსი ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, როგორც სახელმწიფოზე მზრუნველი, გამორჩეული სასულიერო პირი, ქრისტიანული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის ურყევი დამცველი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ხალხის სამსახურს, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, ეროვნული სოლიდარობისა და ერთიანობის განმტკიცებას მიუძღვნა.

გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხს. მშვიდად განისვენოს მისმა სულმა", - წერს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე