
ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ფასები რეკორდულად გაიზარდა, მთავრობები საწვავის ეკონომიის მკვეთრ ზომებს იღებენ, გლობალური აქციები 5.5%-ით დაეცა, ეკონომისტები მსოფლიოს აფრთხილებენ, რომ ეს ომი ინფლაციური რისკების შემცველია, პარალელურად, კი ირანული მხარე ამტკიცებს, რომ „ახლო აღმოსავლეთში ომის გლობალური შედეგები ყველას დააზარალებს."
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აკეთებს.
„გლობალური შედეგების ტალღა ახლახან დაიწყო და ყველას დააზარალებს - სიმდიდრის, რწმენისა და რასის მიუხედავად - ჩვენ ერთი მტერი გვყავს", - წერს აბას არაღჩი X-ზე.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ კიდევ მეტმა დასავლელმა ჩინოვნიკმა უნდა აიმაღლოს ხმა ირანის ომის წინააღდეგ.
„მზარდი რაოდენობის ხმები (მათ შორის) ევროპელი და ამერიკელი ჩინოვნიკები - აცხადებენ, რომ ირანის წინააღმდეგ ომი უსამართლოა. საერთაშორისო საზოგადოების მეტმა წევრმა უნდა მიბაძოს მათ", - წერს არაღჩი.
ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრის დირექტორმა ჯო კენტმა თანამდებობა დატოვა. მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „კურსის შეცვლისკენ" მოუწოდა. X-ზე გამოქვეყნებულ წერილში, ჯო კენტმა დაწერა, რომ ირანი აშშ-სთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენს და რომ ადმინისტრაციამ „ეს ომი ისრაელისა და მისი ძლიერი ამერიკული ლობის ზეწოლის გამო დაიწყო".
ენერგიის ფასები, როგორც გლობალური ეფექტი
მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები დაიწყო, თეირანმა ბალისტიკური რაკეტების ტალღა გაუშვა, რომელთა სამიზნე ისრაელი, აშშ-ის სამხედრო ბაზები, ნავთობის საცავები და სპარსეთის ყურის რეგიონში მდებარე სხვა ინფრასტრუქტურა იყო.
ჰორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც მსოფლიოში ნავთობისა და გაზის დაახლოებით 20% გადის, გამავალი გემების წინააღმდეგ ირანის თავდასხმებმა კი მოძრაობა ამ ვიწრო საზღვაო არხში მკვეთრად შეამცირა, ხუთშაბათს ირანმა ასევე იერიში ერაყის წყლებში საწვავის ტანკერებზეც მიიტანა.
ამ ყველაფერმა ერთობლიობაში ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ორშაბათის დილის მდგომარეობით, ბრენტის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი, რომელიც ინდუსტრიის ეტალონად მიიჩნევა, ბარელზე 106 დოლარს შეადგენდა, რაც 40%-ზე მეტით აღემატება 27 თებერვლის ფასებს.
ანალიტიკოსი, მუიუ სიუს თქმით, თხევადი ბუნებრივი გაზის ფასები, ომის დაწყების შემდეგ, კიდევ უფრო მკვეთრად - თითქმის 60%-ით -გაიზარდა
2 მარტს ქატარ ენერჯიმ ირანული დრონის თავდასხმის შემდეგ თხევადი გაზის წარმოება წარმოება შეაჩერა, რამაც გლობალურ ბაზარზე დამატებითი დაძაბულობა გამოიწვია. ყატარი მსოფლიოს ბუნებრივი გაზის ის დაახლოებით 20%-ს ამარაგებს.
ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა
გარდა ამისა, 28 თებერვლის შემდეგ ნედლი ნავთობის ფასები დაახლოებით 50 პროცენტით გაიზარდა.
გადამუშავებული პროდუქტების - ბენზინიდან და დიზელიდან დაწყებული, საწვავი ზეთით დამთავრებული - ფასებმაც მნიშვნელოვნად მოიმატა, და ეს ტენდენცია, როგორც მუიუმ აღნიშნა, გაგრძელდება, თუ ჰორმუზის სრუტის გავლით ენერგორესურსების ნაკადები კვლავ მნიშვნელოვნად შეზღუდული დარჩება.
„რადგან ახლო აღმოსავლეთის, კერძოდ სპარსეთის ყურის რეგიონიდან ნედლი ნავთობი და გადამუშავებული პროდუქტები ვეღარ აღწევს მყიდველებამდე, ქვეყნები - განსაკუთრებით აზიაში -იძულებულნი არიან, უფრო მაღალი ფასებით ალტერნატიული მიწოდება მოიძონ და მარაგებისა და მოთხოვნის დასაკომპენსირებლად საგანგებო ზომები მიიღონ" - განუცხადა მან „ალ ჯაზირას"
პრონოზები
მარტში ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, გლობალური მაკროეკონომიკური ფირმის „ქეფითალ ექონომიქ"-ის ეკონომისტების, ნილ შირინგის და მისი გუნდის 9 მარტის ანგარიშის მიხედვით, თუ კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება და ირანული თავდასხმები სპარსეთის ყურის ქვეყნებზე და ჰორმუზის სრუტეში შეწყდება, „ნავთობისა და თხევადი გაზის ფასები მკვეთრად შემცირდება, ხოლო ბრენტის ნედლი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე 65 დოლარს მიაღწევს."
- „თუ ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები მეორე კვარტალში განახლდება, ფასები წლის ბოლომდე მაინც მაღალი იქნება"
თუმცა, თუ ომი გრძელდება, ანგარიშში ნათქვამია: „ნავთობის ფასები კონფლიქტის პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება და მეორე კვარტალში დაახლოებით ბარელზე 130 დოლარს მიაღწევს. თუ ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები მეორე კვარტალში განახლდება, თუმცა, ფასები წლის ბოლომდე მაინც მაღალი იქნება"
„თუნდაც კონფლიქტი სამ თვეში დასრულდეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბრენტის ნედლი ნავთობის ფასები საშუალოდ ბარელზე 150 დოლარამდე გაიზრდება, საუბარი მომდევნო ექვს თვეზე" - პროგნოზირებენ ეკონომისტები.
გლობალური მონაცემების პლატფორმის ანალიზის მიხედვით, რომელიც დაახლოებით 150 ქვეყანაში ენერგომომხმარებელ ფასებს აკვირდება, წერს, რომ მინიმუმ 85 ქვეყანამ 28 თებერვლის შემდეგ ბენზინის ფასების ზრდა დააფიქსირა. ზოგიერთი ქვეყანა ფასის ცვლილებებს მხოლოდ თვის ბოლოს ასახელებს, ამიტომ აპრილში ფასების ზრდა კიდევ უფრო ბევრ ქვეყანაში მოსალოდნელია.
საწვავის ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა მთავრობებს აიძულებს, შეიმუშაონ მკვეთრი ზომები საწვავის ეკონომიისთვის.
- შნაიდერი: „რუსეთი ომიდან სარგებელს ნახავს,"
პაკისტანში სამთავრობო თანამშრომლებისთვის დანერგეს ოთხდღიანი სამუშაო კვირა, თან სამუშაოთა 50 პროცენტი ბინიდან როტაციით მუშაობს. ფილიპინებში სამთავრობო ოფისებიც გადაერთვნენ ოთხდღიან სამუშაო კვირაზე. ტაილანდში მთავრობის თანამშრომლებისთვის კი სახლიდან მუშაობა სავალდებულო გახდა.
ინფლანცია-საბირჟო ფასები
ბლუმბერგ ნიუსის კვირის ანგარიშის მიხედვით, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, გლობალური აქციების ფასები 5.5%-ით შემცირდა, ხოლო აზიური საბირჟო ბაზრები ყველაზე მეტად დაზარალდა.
ფრედერიკ შნაიდერის თქმით, რომელიც ახლო აღმოსავლეთის გლობალური ურთიერთობის მკვლევარია, აზიური და სხვა საბირჟო ბაზრების უფრო დიდი დაცემა აშშ-სთან შედარებით ენერგეტიკული კრიზისის სიღრმითაა გამოწვეული. ასევე, ეს ასახავს იმას, რომ აშშ გლობალური საბაზრო ფუნდამენტად რჩება, ხოლო ომის „მოსაპოვებელი" კორპორაციები, მათ შორის თავდაცვისა და ნავთობის კომპანიები, აშშ-შია განთავსებული.
მეორეს მხრივ, რუსული აქციების ფასი გაიზარდა, „რუსეთი ომიდან სარგებელს ნახავს," - აღნიშნა შნაიდერმა.
გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა განაცხადა, რომ ომის გრძელვადიანობა გლობალურ ეკონომიკაზე ინფლაციური რისკის შემცველია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



