რეზონანსი
(18.03.2026)

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად. ასევე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე