რეზონანსი
(18.03.2026)

საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, ილია II-ის ხსოვნა - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმიდესი ბართლომეს განცხადებაშია ნათქვამი.

მსოფლიო პატრიარქის განცხადებით, ილია მეორის პატრიარქობის პერიოდში განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან.

“საქართველოს უწმინდესი ეკლესიის დაუვიწყარი წინამძღოლის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოვხატავთ ჩვენს ღრმა სამძიმარს - საქართველოს ღვთისმოსავი ხალხისა და მეგობარი ქვეყნის მამობრივი სიყვარულის, ასევე, მისი პატივცემული პიროვნების მიმართ ქართველი ხალხის შესაბამისი გულწრფელი სიყვარულისა და ღრმა პატივისცემის გათვალისწინებით. მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდის, რომლის დროსაც უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს უწმინდესი ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, რომლის მიმართაც მას ღრმა პატივისა და მადლიერების გრძნობა ჰქონდა. ჩვენს სამძიმარს და პირად მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს უწმინდეს ეკლესიას და მის ერთგულ მრევლს. მთელი გულით ვლოცულობთ მისი სულის განსვენებისთვის ცოცხალთა ქვეყანაში და მართალთა სავანეში, რომ ეკლესიის აღმაშენებელმა და მთავარეპისკოპოსმა, აღუდგინოს მას ღირსეული მემკვიდრე.

საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამოძღვრის, ილია II-ის ხსოვნა”, - ნათქვამია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე