რეზონანსი
(21.03.2026)

15 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი და უეცარი დამძიმების შედეგად 39 წლის ასაკში იურისტი დავით ჭყონია გარდაიცვალა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დავით ჭყონია იყო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი. მან ხელი შეუწყო აჭარაში უცხოური ინვესტიციებისა და ინოვაციური მასშტაბური სამშენებლო პროექტების განხორციელებას. დავით ჭყონია შპს "ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ პარტნიორი და დირექტორიც იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



