რეზონანსი
(21.03.2026)

რამხელა წყალობა და მადლია, იყო ქართველი და იცხოვრო პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობის პირობებში. ეს არის დიდი საჩუქარი და ამავდროულად არის დიდი პასუხისმგებლობა, - განუცხადა „ქრონიკას" „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან რთულია პატრიარქზე საუბარი.

„ყველაზე მეტყველი არის ის ატმოსფერო, რაც საქართველოში სუფევს მისი გარდაცვალების წუთიდან. ჩვენ, მცირედმორწმუნეები, ხილულ სასწაულს ვეძებთ ამ ქვეყანაზე და ნამდვილი სასწაულია ის, რაც სამების ტაძარში და საქართველოში ხდება ამ დღეების განმავლობაში. კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა მან იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა წყალობა და მადლია, იყო ქართველი და იცხოვრო პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობის პირობებში. ეს არის დიდი საჩუქარი და ამავდროულად არის დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვალდებული ვართ, ღირსეულად გავაგრძელოთ, როგორც ერმა, მისი გზა", - განაცხადა შაქარიშვილმა.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე