რეზონანსი
(21.03.2026)

პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს, თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აიგო. პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული აფხაზეთიდან დევნილები, ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრები.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე