
„მეტად უჩვეულო სიტუაციაში ვართ საქართველოს ეკლესია, მთელი ქართველი ერი. ჩვენი საზოგადოება დღეს გლოვობს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას, რომელიც თითქმის ხუთი ათეული წლის განმავლობაში წინამძღვრობდა საქართველოში უწმინდეს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - ამის შესახებ დეკანოზმა მამა ვლადიმერმა (ვახტანგაძე) „რუსთავი 2“-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
დეკანოზის შეფასებით, წლები დასჭირდება ილია მეორის ღვაწლის შეფასებას.
„მისი ღვაწლის შეფასება ძალზედ რთულია იმიტომ, რომ მისი მოღვაწეობა არის გამორჩეული და განსაკუთრებული ჩვენი ეკლესიისა და საქართველოს ისტორიაში. ალბათ წლები დასჭირდება, რომ გარკვეული რეზიუმე მოხდეს მისი ღვაწლის შეფასებისა. ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ესოდენ ძვირფასი იყო“, - განაცხადა დეკანოზმა მამა ვლადიმერმა (ვახტანგაძე).
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



