რეზონანსი
(21.03.2026)

ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აანონსებს, რომ მიმდინარე კვირაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა გაიზრდება.
მისი თქმით, ისრაელის დარტყმების მიზანი ირანის ხელმძღვანელობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
„მიმდინარე კვირაში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების ინტენსივობა გაიზრდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ შეტევა ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, მისი მეთაურების ლიკვიდაცია განვახორციელოთ და მისი სტრატეგიული შესაძლებლობები გავანადგუროთ, ვიდრე ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონში აშშ-ის ინტერესების წინაშე არსებული ყველა საფრთხე არ აღმოიფხვრება“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



