რეზონანსი
(21.03.2026)

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი, ხვალ წირვის შემდეგ, 12 საათზე სიონის საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობით დაიძვრება. ეს გადაწყვეტილება მრევლს მამა შალვა კეკელიამ გააცნო.

„ასე გადავწყვიტე, რომ აქ ჩავატარებ წირვას, თქვენთან ერთად ვიქნები და 12 საათზე, აქედან მსვლელობით დავიძვრებით სიონისკენ. მთელი საქართველო ჩამოვა, მე თქვენთან ერთად ვიქნები. წირვა რომ დასრულდება, წავიდეთ, სადაც მოგვიხდება დადგომა, იქ გავჩერდეთ, მაინცდამაინც სიონში ან სამებაში თუ არ ვიქნებით, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ვიქნებით იქ, სადაც დგომა მოგვიწევს, იქ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული მთელი არსებით. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, ძალიან მწარეც და ძალიან დიდებულიც“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, 93 წლის ასაკში, 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორეს სიონის საპატრიარქო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე