
ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, ეს გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა მამა გიორგიმ(ვაშალომიძე).
მისი თქმით, ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია.
„კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს ეს მძიმე დღე. არაერთხელ ითქვა და განვმეორდები, რომ დღეს, ფაქტობრივად მთელი საქართველო ჭირისუფალია განურჩევლად შეხედულებებისა, განურჩევლად ძალიან ბევრი ღირებულებითი სხვაობისა და ა.შ. ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია. ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, ეს გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი. უფრო სწორი ვიქნებით ალბათ რომ ვთქვათ, პატრიარქმა რაც დათესა, დღეს ყველაზე კარგად ჩანს ამის მომკის სურათი. დღეს პატრიარქი იღებს იმ სიყვარულს, რომელიც მან გულებში დათესა“, - აღნიშნა მამა გიორგიმ (ვაშალომიძე).
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



