რეზონანსი
(21.03.2026)

რომში ქართველმა კაცმა ცოლთან კამათის დროს რესტორნის ვიტრინა დააზიანა და გამვლელს, რომელიც მას აწყნარებდა, თითზე უკბინა. ინფორმაციას იტალიური მედია LaPresse ავრცელებს. 

26 წლის ქართველი კაცი ადგილზევე დააკავეს - მას ბრალად ედება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება და დამამძიმებელ გარემოებებში ქონების დაზიანება. 

დაზარალებულს პირველადი დახმარება გაუწიეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკავებული კი სასამართლო პროცესამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე