
ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე პატრიარქ ილია მეორეზე და მასთან შეხვედრაზე ისაუბრა.
"როცა ჩვენი ამბავი მოხდა, მე ყველაზე მეტად მაინტერესებდა ურთიერთობა იმ ხალხთან, ვინც ეს გაიარა და ფეხზე დადგა და ყველა მიყვებოდა, რა უთხრა უწმინდესმა…
ყველა მიყვებოდა ერთსა და იმავეს, რომ ახლა შენ გაქვს პასუხისმგებლობა, ორმაგი ვალდებულება, რომ გააგრძელო… მერე ყველა რაღაც თავისი მისიით იწყებდა ყოფას.
ძალიან ძნელია რომ ამას მოერიო მაგრამ, ვიღაც, ვისიც გჯერა ის გჭირდება და ჩვენს დროში, დღეს აღარ დარჩნენ ადამიანები, ვისიც ბოლომდე გჯერა.
ილია მეორე იყო ის, რომლის სიტყვასაც, ფრაზასაც, გამოხედვასაც და დალოცვასაც სხვა ძალა ჰქონდა… ის იყო ვალდებულება, რომ შენ კარგად უნდა ყოფილიყავი.
ძალიან, გულწრფელი სიყვარულით მიყვარდა… მიუხედავად იმისა, რომ სულ ვერიდებოდი, არ მინდოდა შემეწუხებინა… სულ იყო განცდა სიმშვიდის, რომ იქ, სადღაც თავისთვის არსებობდა" - თქვა პირველი არხის ეთერში ნიკოლოზ წულუკიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


