რეზონანსი
(08.04.2026)

თბილისში ახალგაზრდა კაცს, ზვიად ახრახაძეს ეძებენ. როგორც დაკარგულის ახლობელი ჰყვება - ის 5 აპრილს, ღამის 12 საათზე სამსახურიდან გავიდა, დაახლოებით 3-ის ნახევრისთვის კი მასთან კონტაქტი სრულიად გაწყდა. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.
"ვეძებთ, დაიკარგა 5 აპრილს, ღამის 12 საათზე გამოვიდა სამსახურიდან, 3-ის ნახევრის მერე წყდება კონტაქტი..
თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ! 574112988 597917727" - წერია ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავარი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


