რეზონანსი
(26.04.2026)

სამტრედიაში მომხდარი მძიმე ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულები ,,ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა – ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. გურია ნიუსის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



