რეზონანსი
(28.04.2026)

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მარნეულში მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის პირად მდგომ 10 წლის ბავშვს დაეჯახა. როგორც ცნობილია, ავარიაში მონაწილე მძღოლმა მოზარდი კლინიკაში თავად გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: Ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



