
პოდკასტს „ქალთა ხმა“ "თამოსკინის" დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ესტუმრა, სადაც მეუღლესთან დაშორების შემდეგ რთულ პერიოდზე ისაუბრა.
„პირადმა სტრესმა გამაძლიერა. ვიკინგების ქალები რომ იყვნენ, აი ასეთი გავხდი. ერთადერთი იყო ეს ტკივილი, რაზეც ვიძახდი ხოლმე… შემიძლია ფულის შოვნა, ბიზნესი, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო საქმეში და აი, ამაში აღმოვჩნდი სუსტი. ღამე რომ მივდიოდი ხოლმე სახლში, ავიღებდი ალბომებს, ჩავიხუტებდი და
ვტიროდი…
მაშინ ჩემი მეგობრები რომ არ ყოფილიყვნენ, ეს მოდის კვირეულები, ღონისძიებები, საკმაოდ გადატვირთული პერიოდი იყო და ძალიან დიდი როლი ითამაშა, დავდიოდი კურსებზე, ყველანაირად ვეცადე, რომ მაქსიმალურად არ მეფიქრა… მაინც მეფიქრებოდა ღამით… დილით ისევ ჩვეულებრივად მივდიოდი გადაღებაზე ან გავდიოდი წითელ ხალიჩაზე… მერე შენ თავთან იწყებ ლაპარაკს, სასწორზე წონი კარგს და ცუდს და რამდენად ღირს ამაზე ნერვიულობა… როდესაც მე გადავწყვიტე ნამდვილად, რომ ეს იყო დასასრული, ცხრა თვის მერე ხალხმაც გაიგო და ვუთხარი…“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


