რეზონანსი
(29.04.2026)

“ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ ბოლოდორინდელ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ მის პარტიას “ერთ ყურშიც კი არ შესდის” ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები. სააკაშვილი, სინამდვილეში, საკუთარი პარტიით - "ნაციონალური მოძრაობით” არის ფრუსტრირებული.

"მეგობრებო, სააკაშვილის ფეისბუქ-მოწოდებები ფედერალისტებს ერთ ყურშიც კი არ შესდით, მეორედან რომ გაუვიდეთ. თავისი პარტიითაა ფრუსტრირებული, იმათ ელაპარაკება.

იმედია, დაუჯერებენ და გამოსწორდებიან”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე