რეზონანსი
(29.04.2026)

ბათუმში, გორგილაძისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე, სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ადგილობრივების ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენზეა გავრცელებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



