რეზონანსი
(30.04.2026)

გამოცემა "გარდიანის" ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტამპის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გაგრძელების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 126 დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის საზღვაო ბლოკადა ეფექტიანია და არ მოხსნის, ვიდრე ბირთვულ საკითხზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.

„მოგვარება სურთ. არ უნდათ, რომ ბლოკადა გაგრძელდეს, ხოლო მე მისი მოხსნა არ მინდა, რადგან არ მინდა, რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე