რეზონანსი
(30.04.2026)

მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი დღეს მოაწერა. მდინარაძემ ასევე ვიცე-პრემიერის პოსტი დაიკავა.
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები გუშინ დაამტკიცა. ცვლილებას მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი წავიდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



